ზელენსკი: უკრაინისთვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები ტრამპზეა დამოკიდებული
უკრაინისთვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები ტრამპზეა დამოკიდებული. ამის შესახებ შეერთებული შტატებისკენ მიმავალმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითმფრინავის ბორტზე განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები ასევე კონგრესის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
