უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოაშკარავებული დანაშაულებრივი ჯგუფის გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილის სტატუსი მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ 4 წევრს მიენიჭათ
უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოაშკარავებული დანაშაულებრივი ჯგუფის გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილის სტატუსი მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ 4 წევრს მიენიჭათ. თუმცა შესაძლოა ეჭვიტანილთა ნუსხა კიდევ გაიზარდოს. ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე და 255-ე მუხლებით აღიძრა, რაც უკანონო შეთავაზებაზე თანხმობის სანაცვლოდ ფულის სახის სარგებლის მიღებას და დანშაულებრივი ჯგუფის სქემასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დეპუტატების მონაწილეობით დანაშაულებრივი ჯგუფის გამოაშკარავება მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ წევრის, იური კისელის ფარული მიყურადების საფუძველზე მოხდა.
