პლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
პლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც აღინიშნა, პლასტმასის ნარჩენებით, მათ შორის პარკებით დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური გამოწვევაა. შესაბამისად, კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა საჭირო. ასევე აღინიშნა, რომ პლასტიკის გამოყენების შემცირების მიზნით სახელმწიფომ დაიწყო რეფორმა, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. 1-ლი იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება, რაც სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას ითვალისწინებს.
