სტიქიას ებრძვის კალიფორნია
სტიქიას ებრძვის კალიფორნიაც. გადაუღებელი წვიმის გამო შტატი უკვე რამდენიმე დღეა წყალდიდობასა და მეწყერს უმკლავდება. განსაკუთრებით დაზარალდა შტატის სამხრეთით მდებარე ქალაქი რეიტვუდი. სახლების პირველი სართულები და ავტომობილები ლაფშია ჩაფლული. ჩახერგილია გზები, რის გამოც შეზღუდულია გადაადგილება. სტიქია მძვინვარებს ლოს ანჯელესსა და სან ბერნარდინოში
