ნიუ-იორკში ზამთრის შტორმის „დევინის“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიუ-იორკში ზამთრის შტორმის „დევინის“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მეგაპოლისი რეკორდული რაოდენობის თოვლთან ერთად ხილვადობის პრობლემასაც უმკლავდება. საგანგებო ზომები მიიღეს აეროპორტებშიც. ამინდის პირობების გამო ათას 500 ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. მეტეოროლოგების პროგნოზით ზამთრის შტორმი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება და ის გასული 3 წლის განმავლობაში ყველაზე უხვთოვლიანი იქნება
