პარიზის მეტროში მალელმა მიგრანტმა დანით სამი ქალი დაჭრა
პარიზის მეტროში მამაკაცი სამ ქალს დანით დაესხა თავს, ორს ჭრილობა ზურგის, ერთს კი ფეხის არეში აქვს მიყენებული. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ორ დაშავებულს. წარმოშობით მალელი, 25 წლის თავდამსხმელი დაკავებულია. ის სექსუალური თავდასხმასა და ქურდობაში ბრალდებით 2024 წელს იყო დაკავებული. მაშინ მისი დეპორტაცია სამოგზაურო დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის გამო ვერ მოხდა
