გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გურიაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს გაეცნო და ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში მდებარე ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტი დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გურიაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს გაეცნო და ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში მდებარე ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტი დაათვალიერა. სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობისთვის მყარი ნარჩენების მართვის კომპანია სპეციალურ ტექნიკას ფლობს, მათ შორის, ქვიშის საცრელ მანქანებს და ტრაქტორებს. ტერიტორიის დასუფთავებაზე, ყოველდღიურად, კომპანიის 109 თანამშრომელი ზრუნავს, ხოლო ზაფხულში, აქტიურ ტურისტულ სეზონზე - 200-ზე მეტი
