განათლების მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონში მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
განათლების მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონში მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. გივი მიქანაძემ ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან, სკოლის დირექტორებთან და მშობლებთან ერთად, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს
