4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის 4 მილიონ ლარამდე დაზარალებისთვის დაკავებულ 8 მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის 4 მილიონ ლარამდე დაზარალებისთვის დაკავებულ რვა მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა სვანეთიდან საქართველოს რეგიონებში 130 ათასი მეტრ-კუბი ხის მასალა გასაყიდად გადაზიდეს. 4 წლის განმავლობაში, 100 მილიონ ლარზე მეტი თანხის დამატებული ღირებულების გადასახადს კი, დეკლარაციებში, გადასახადის შემცირების მიზნით, ყალბი მონაცემებით ავსებდნენ. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
