გერმანია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას გეგმავს
გერმანია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. ცნობას გამოცემა „ევროაქტივი” ქვეყნის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დისკუსია იმაზე მიმდინარეობს თუ რა ასაკიდან მიეცეს მოზარდს სოციალური ქსელით სარგებლობის უფლება. აკრძალვა ავსტრალიაში 16 წლამდე საფრანგეთსა და საბერძნეთში კი 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის მოქმედებს
