ისრაელი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც სომალილენდის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა
ისრაელმა პირველმა მსოფლიოში სომალილენდის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. დოკუმენტის ხელმოწერა სომალილენდის პრეზიდენტთან სატელეფონო კომუნიკაციის ფონზე, მოხდა რომლის დროსაც ისრაელის პრემიერ მინისტრმა ორ ქვენას შორის ისტორიულ და მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და სომალილენდთან ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და სოციალური განვითარების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე მიუთითა. სუნიტი მუსლიმებით დასახლებული სომალილენდი 1960 წელს ხუთდღიანი დამოუკიდებლობით სარგებლობდა, სომალისთან გაერთიანებამდე ის ისრაელთან ერთად 34 სხვა ქვეყანამ აღიარა. 1991 წელს სომალილენდი სომალის გამოეყო, თუმცა ის არც ერთ ქვეყანას აღარ უღიარებია
