კიეველებმა 27 დეკემბრის ღამე მეტროსადგურებში გაათენეს
კიეველებმა 27 დეკემბრის ღამე მეტრო სადგურებში გაათენეს. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მასირებული ავიაიერიში უკრაინის დედაქალაქსა და კიევის ოლქზე მიიტანეს. დაშავდა 5, მათგან 4 ჰოსპიტალიზებულია. მანამდე კი რუსეთმა მართვადი ავიაბომბებით ხარკოვში, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ავტომაგისტრალი დაბომბეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. დაიწვა რამდენიმე ავტომობილი. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა სამი მართვადი საჰაერო ბომბი ისროლა. ორი მათგანი ხარკოვის მახლობლად ჩამოვარდა. დაცემის ადგილი და შედეგები ჯერ კიდევ დგინდება. კიდევ ერთი მართვადი საჰაერო ბომბი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გზას დაეცა, სადაც არც ერთი სამხედრო ობიექტი არ არის და მხოლოდ სამოქალაქო შენობებია.
