Euractiv: ევროპა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საბოლოო გეგმის იანვარში დამტკიცებას გეგმავს
ევროპა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საბოლოო გეგმის იანვარში დამტკიცებას გეგმავს - წერს Euractiv-ი. გამოცემის ცნობით, მაკრონი „მსურველთა კოალიციისგან ითხოვს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერის დეტალები რაც შეიძლება მალე შეთანხმდეს. გარანტიებზე ევროპის ქვეყნები საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით მუშაობენ. გეგმა კი უკრაინაში დასავლეთის სამხედრო ძალების შესაძლო განთავსებას, ფინანსურ დახმარებას და რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შესაკავებლად უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და სხვა ზომებს ითვალისწინებს, გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი, პირველ რიგში შეერთებული შტატების მხრიდან ჯერ ისევ მოლაპარაკების საგნად რჩება
