საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა
მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს მომავალი წლის 1-ელ აპრილამდე მიიღებენ. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა მოქალაქემ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში. შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს
