მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ოჯახებზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი დახმარების გაცემა 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა
მთავრობის განკარგულებით საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ოჯახებზე 300-ლარიანი, ხოლო მოქალაქეზე 45-ლარიანი დახმარების გაცემა პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამასთანავე მომდევნო თვიდან, დაფინანსება არ გაიცემა მოქალაქეზე, რომელმაც ყოველთვიური შემწეობის − 45 ლარის მიღების უფლება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოიპოვა და/ან საქართველოს ტერიტორია დატოვა, ხოლო 300-ლარიანი დაფინანსება მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას
