მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს
მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს. ციტრუსის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც ციტრუსის სეზონზე მოქალაქეებისგან შეისყიდიან 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 40 თეთრად სუბსიდირებისათვის გათვალისწინებულია 35 თეთრი. განკარგულების მიხედვით თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა
