პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამჟამინდელი პოლიტიკის მიუხედავად, ნატოს გენერალური მდივანი, თავდაცვის კუთხით ამერიკისგან ევროპის დამოუკიდებლობის საჭიროებას ვერ ხედავს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამჟამინდელი პოლიტიკის მიუხედავად, ნატოს გენერალური მდივანი, თავდაცვის კუთხით ამერიკისგან ევროპის დამოუკიდებლობის საჭიროებას ვერ ხედავს. ამ კომენტარით გამოეხმაურა მარკ რუტე, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მანფრედ ვებერის განცხადებას, რომ ევროკავშირი ევროპულ ნატოდ უნდა გაფართოვდეს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, მას განსხვავებული მოსაზრება აქვს და დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს სრულად უჭერს მხარს.
