კალიფორნიის შტატში სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა
კალიფორნიის შტატში სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა სან ბერნარდინოში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის ზონაში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. ასი ათასზე მეტი ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. გადაკეტილია ქალაქ ლოს ანჯელესის საავტომობილო მაგისტრალები. კალიფორნიის შტატის რამდენიმე ოლქში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, მათ შორის ლოს ანჯელესის ოლქშიც. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ შტორმის გამო წყალდიდობებისა და მეწყრის რისკი კვლავ არსებობს
