უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინას საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ფული არ აქვს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინას საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ფული არ აქვს. მისი თქმით, უკრაინა, დასავლელი პარტნიორების ფინანსური დახმარების გარეშე, საკუთარი სახსრებით არჩევნებს ვერ ჩაატარებს, მიზეზი უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტია. პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის ბიუჯეტში პრიორიტეტული სფეროები სამხედრო და სოციალური ხარჯებია
