უკრაინის პრეზიდენტმა უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობა დაადასტურა
უკრაინის პრეზიდენტმა უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობა დაადასტურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკება გამართა, მხარეები უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ზელენსკიმ დაწერა, რომ ბევრი რამ შესაძლოა ახალ წლამდეც გადაწყდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალ ტრამპი შესაძლოა მარ-ა ლაგოს რეზიდენციაში შეხვდნენ ერთმანეთს
