პარლამენტის თავმჯდომარემ ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
პარლამენტის თავმჯდომარემ ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ირანის ელჩმა შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილურობისათვის. მან ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის დადებით დინამიკას. პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ხალხებს შორის კავშირების გაფართოებისათვის და ორი ქვეყნის ხელისუფლების თანამშრომლობაზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის
