ზუგდიდში გარემონტებული ბინა იძულებით გადაადგილებულ 1 747 ოჯახს გადაეცემა
ზუგდიდში გარემონტებული ბინა იძულებით გადაადგილებულ 1 747 ოჯახს გადაეცემა. დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება. საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი - სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები, ზუგდიდის პარალელურად, თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება
