ბაჩო ახალაიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ
ბაჩო ახალაიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. მას უკვე შეხვდა ადვოკატი. სუსში მივიდა ანი ნადარეიშვილიც, რომელსაც სურდა შეხვედრა ბაჩო ახალაიასთან, როგორც მის ადვოკატს, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს. ნადარეიშვილი გუშინ ბაჩო ახალაიასთან ერთად დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა სუსში განმარტეს, რომ გამოძიება არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც, მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
