შობა-ახალი წლის ტრადიციებს არ ღალატობს ჩრდილო ამერიკის აეროკოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული შტაბი
შობა-ახალი წლის ტრადიციებს არ ღალატობს ჩრდილო ამერიკის აეროკოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული შტაბიც. ეგრეთ წოდებულმა ნორადმა სანტა კლაუსის მოგზაურობის ტრანსლირება დაიწყო. სანტას მოგზაურობა უკვე 69 წელია მსოფლიო ფენომენად არის ქცეული, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალს. სადღესასწაულო გმირის გადაადგილებისთვის თვალყურის დევნების სახუმარო ტრადიციას გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, როცა ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ სანტას ნომერი გამოაქვეყნა და ასი ათასობით ადამიანმა შეცდომით სწორედ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შტაბ-ბინაში დაიწყო რეკვა. ხუმრობა სამხედროებმა დააფასეს და ის ტრადიციად აქციეს
