მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ტაბახმელას“ სრული რეკონსტრუქცია დასრულდა
მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ტაბახმელას“ სრული რეკონსტრუქცია დასრულდა. ქვესადგური ელექტროენერგიით უზრუნველყოფს თბილისის ცენტრალურ რაიონებს. პროექტის ფარგლებში, ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 80 მეგავატამდე გაიზარდა. ქვესადგური აღჭურვილია მაღალი საიმედოობის მოწყობილობებით. ღია გამანაწილებელ მოწყობილობაში გამოყენებულია თანამედროვე მაღალი ძაბვის დანადგარები. ქვესადგური ასევე აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგისა და სხვა საჭირო სისტემებით
