მთავრობა სურსათზე ფასების შემცირებაზე აქტიურად მუშაობს
მთავრობა სურსათზე ფასების შემცირებაზე აქტიურად მუშაობს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით გაკეთდა ანალიზი, რის შედეგადაც, შესაძლებელი გახდება ფასების შემცირება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ფარმაცევტულ სექტორში მომატებული ფასების ცვლილებაც. ირაკლი კობახიძე მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ოპოზიციის სპეკულაციებსაც გამოეხმაურა
