საქართველოს ტურისტული პოტენციალი
მარკეტინგული კამპანია სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში, სპეციალური სტენდით წარდგა, რომელიც საქართველოს ოთხი სეზონის ვიზუალებით იყო გაფორმებული. მოგზაურებმა ტურისტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციაც მიიღეს. დუბაიში გამართული ღონისძიების პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში სპარსეთის ყურის ქვეყნების წამყვან ტუროპერატორებსა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
