48 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან
თითქმის ნახევარი საუკუნე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი - 48 წელი ილია მეორის აღსაყდრებიდან. 1977 წელს მე-12 საეკლესიო კრებამ ილია შიოლაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პატრიარქად აირჩია, მალევე შედგა ინტრონიზაციაც. სწორედ ილია მეორის სახელს უკავშირდება ქვეყნის მასშტაბით ეკლესია-მონასტრების აღდგენა-მშენებლობა, სასულიერო სასწავლებლების გახსნა და საქართველოს უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თარიღთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. პატრიარქს აღსაყდრების თარიღი მიულოცეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა. მისალოცი წერილი გამოაქვეყნა „ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
