ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა
ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა, პატრიარქს აღსაყდრების თარიღს ულოცავენ ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მისალოც წერილს აქვეყნებს და ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში, პატრიარქის ღვაწლზე საუბრობს. ილია მეორეს აღსაყდრების დღეს, პრეზიდენტი, პრემიერი ,პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი ულოცავენ და იმ ღვაწლზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც კათოლიკოს პატრიარქს, ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე აქვს
