საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას აღარ დააფინანსოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მოკავშირე ქვეყნებს მხარდაჭერა შუამავლების გარეშე გაუწიოს
საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას აღარ დააფინანსოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მოკავშირე ქვეყნებს მხარდაჭერა შუამავლების გარეშე გაუწიოს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია შტატების საგარეო დახმარება გამჭვირვალე იყოს. მათივე თქმით, თანხები არასამთავრობოების მიერ არამიზნობრივად იხარჯებოდა. მარკო რუბიო ამბობს, რომ შტატების საგარეო დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების გამდიდრების წყარო იყო
