უნგრეთის დედაქალაქში მთავრობამ უკრაინის ევროპული ფინანსური დახმარების საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინა
უნგრეთის დედაქალაქში მთავრობამ უკრაინის ევროპული ფინანსური დახმარების საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინა. პლაკატებზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის მთავრობის ოპოზიციის ლიდერი პიტერ მადიარა არიან გამოსახული, რომლებიც ოქროს უნიტაზში ფულს ყრიან. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელის ელიტა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გამო რამდენჯერმე გააკრიტიკა. ვიქტორ ორბანი ამას ომის დაფინანსებას უწოდებს, რომელიც ვითრების ესკალაციის საფრთხეს ქმნის.
