ნატოს გენერალურმა მდივანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში არსებული სიტუაცია და „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოს პროგრესი განიხილეს
ნატოს გენერალურმა მდივანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში არსებული სიტუაცია და „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოს პროგრესი განიხილეს. ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს, რომ კიევს ევროპელი პარტნიორების იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ისინი უკრაინისთვის ძლიერი უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფენ.
