თურქეთში ტერორისტული საფრთხე აღკვეთეს
თურქეთში ტერორისტული საფრთხე აღკვეთეს. სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები თურქეთში შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ. ტერორიზმის სამიზნე კი არამუსლიმი ადამიანები იყვნენ. სტამბოლის პოლიციამ 124 ადგილას რეიდი ჩაატარა და ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წვერიობაში ეჭვმიტანილი 115 ადამიანი დააკავა.
