პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს ულოცავენ ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე
პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს ულოცავენ ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მისალოც წერილს აქვეყნებს და ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში, პატრიარქის ღვაწლზე საუბრობს. ილია მეორეს აღსაყდრების დღეს, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი ულოცავენ და იმ ღვაწლზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც კათოლიკოს პატრიარქს, ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე აქვს.
