მარგუს ცაჰკნა: ესტონეთი რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე გადამწყვეტი რეაგირებისთვის მზად არის და მოსკოვს ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს
„ესტონეთი რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე გადამწყვეტი რეაგირებისთვის მზად არის და მოსკოვს ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს“,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ პოლონურ მედიას განუცხადა. მისი თქმით, ესტონეთი ყურადღებით აკვირდება სასაზღვრო ზონაში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით, ქალაქ ნარვასთან, რომელიც აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთის პირველ სავარაუდო სამიზნედ მოიაზრება.
