პაველ დუროვი: უკიდურესად დაბალი რეიტინგის ფონზე მაკრონი ცდილობს ინტერნეტში კრიტიკოსების გაჩუმებას და მთელი ევროკავშირის ციფრულ გულაგად გადაქცევას
უკიდურესად დაბალი რეიტინგის ფონზე მაკრონი ცდილობს ინტერნეტში კრიტიკოსების გაჩუმებას და მთელი ევროკავშირის ციფრულ გულაგად გადაქცევას. ამის შესახებ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი წერს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დუროვი სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებში შესვლა ამერიკული პლატფორმების დაცენზურებაში ბრალდებულ 5 პირს, მათ შორის, ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს აეკრძალა.
