ფიგარო: კაია კალასი უძლურია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის წარუმატებლობის წინაშე
კაია კალასი უძლურია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის წარუმატებლობის წინაშე. ამ სათაურით ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ევროკავშირში არსებულ უთანხმოებებსა და კორუფციულ სკანდალებზეა საუბარი. „კალასს, ისევე როგორც მის ყველა წინამორბედს, საკუთარი ადგილი ჯერ კიდევ არ უპოვია, რადგან მისი სამუშაო შეუსრულებელია. მას საყვედურობენ, რომ ზედმეტადაა ფოკუსირებული პუტინისგან მომდინარე საფრთხეებზე. მან ასევე სცადა ისრაელის წინააღმდეგ გარკვეული ზომების გატარება, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო გამოდგა. მისი მთავარი მოწინააღმდეგე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია, რომელიც გეგმავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თავად იყოს ევროპის ხმა“, - ნათქვამია სტატიაში.
