სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს ბოლო შემაჯამებელი ღონისძიებები გამართა
სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს ბოლო შემაჯამებელი ღონისძიებები გამართა. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპეციალური სტენდით წარდგა, რომელიც საქართველოს 4 სეზონის ამსახველი ვიზუალებით იყო გაფორმებული. დუბაიში გამართული ღონისძიების პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან, ქუვეითიდან წამყვან ტუროპერატორებსა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
