დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. ოჯახების სია, სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანია, რომ სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2025 წელს, სააგენტომ სახლი 3 000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა, მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ.
