განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ დაფასოებული 153 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
