უკვე მეორე დღეა, ბრიუსელის მაღალჩინოსნები ვაშინგტონის მიერ ამერიკული პლატფორმების დაცენზურებაში ბრალდებული 5 ადამიანის სანქცირებას აპროტესტებენ
უკვე მეორე დღეა, ბრიუსელის მაღალჩინოსნები ვაშინგტონის მიერ ამერიკული პლატფორმების დაცენზურებაში ბრალდებული 5 ადამიანის სანქცირებას აპროტესტებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ამჯერად, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დაგმო და შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა. მანამდე განცხადებები გაავრცელეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რასაც ვაშინგტონიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა. სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო დიპლომატიისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის აპარატის უფროსმა გევინ უაქსმა განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლებას ევროპელი ბიუროკრატები არ განსაზღვრავენ. საგანგებო პოსტი გამოაქვეყნა ტელეგრამის დამფუძნებელმა პაველ დუროვმაც.
