მარკო რუბიომ საშობაო მიმართვისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ აფინანსებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მოქალაქეებისადმი საშობაო მიმართვისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ აფინანსებს და სანაცვლოდ, მოკავშირე ქვეყნებს შუამავლების გარეშე უწევს მხარდაჭერას. მარკო რუბიო ასევე ამბობს, რომ შტატების საგარეო დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების გამდიდრების წყარო იყო.
