სურსათის ფასების შემცირების მიზნით, პრემიერმა შესაბამის უწყებებს კონკრეტული დავალებები მისცა
სურსათის ფასების შემცირების მიზნით, პრემიერმა შესაბამის უწყებებს კონკრეტული დავალებები მისცა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაიწყება კონსულტაციები ბიზნესთან, ხოლო პარლამენტი საგაზაფხულო სესიიდან სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავს. ფასების საკითხის დეტალურ შესწავლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს. სუსში განმარტავენ, რომ შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. კომენტარები კეთდება ოპოზიციციაშიც. ოპონენტების რეაქციას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მოჰყვა, ისტერიულს უწოდებენ მმართველ გუნდში.
