ილია მეორეს აღსაყდრების დღეს, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ულოცავენ
ილია მეორის აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა. ილია მეორეს აღსაყდრების დღეს, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ულოცავენ და იმ ღვაწლზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც კათოლიკოს პატრიარქს, ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე აქვს. პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.
