უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალიტებს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის 20-ვე პუნქტი დაუსახელა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალიტებს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის 20-ვე პუნქტი დაუსახელა. მედიის ცნობით, გეგმის ნაწილია უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობა, რაზეც კიევი და ვაშინგტონი ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ცეცხლის შესაწყვეტად ითხოვს, უკრაინელმა სამხედროებმა სრულად დატოვონ დონეცკის ოლქი, შეერთებული შტატები კი დონბასის ამ ნაწილის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებას ემხრობა. 20-პუნქტიან გეგმაში ჩაწერილია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებიც, ასევე არმიის შემადგენლობა 800 ათასი ჯარისკაცით არის განსაზღვრული, საქმე ეხება უკრაინის ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციას და არ არის ნახსენები ნატოში გაწევრება.
