უნგრეთი ევროკავშირს ომის დაფინანსებაში ადანაშაულებს
უნგრეთი ევროკავშირს ომის დაფინანსებაში ადანაშაულებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გერეი გულაშმა განაცხადა, რომ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ბრიუსელის პოლიტიკა ხელს არ უწყობს ევროპაში მშვიდობის დამყარებას. პირიქით, ის ვითარების ესკალაციის რისკს ქმნის. მინისტრის განმარტებით, უნგრეთის მთავრობა უკრაინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაში არ მონაწილეობს და მიესალმება დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას.
