თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის გელა ხასაიას და ვასილ ქერდიყოშვილის პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის გელა ხასაიას და ვასილ ქერდიყოშვილის პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა. პროკურატურის განცხადებით, მოწმეების მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებები დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებს. გამოძიება გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილს ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებიას ედავება, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
