სანქციების მიუხედავად, ევროკავშირი ყოველწლიურად ასობით მილიონი ევროს ღირებულების რუსულ თევზს ყიდულობს
სანქციების მიუხედავად, ევროკავშირი ყოველწლიურად ასობით მილიონი ევროს ღირებულების რუსულ თევზს ყიდულობს. საერთაშორისო გამოცემის ცნობით, იმპორტის შემცირების მცდელობების მიუხედავად, რუსული თევზი ევროპულ ბაზარზე კვლავ ხვდება და მისი უმსხვილესი იმპორტიორები არიან ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი. „2024 წელს ევროკავშირმა რუსეთიდან 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა. პროდუქციის ეტიკეტზე ექსპორტიორ ქვეყნად რუსეთი არ არის მითითებული და შეფუთვაზე არც მისი დროშაა განთავსებული. საკითხს ისიც ართულებს, რომ რუსული თევზი ევროკავშირში რამდენიმე ფარული არხით ხვდება“ – ნათქვამია სტატიაში
