ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ედი რამას რეზიდენციას „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 2 პოლიციელი და აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. დაკავებულია 4 აქტივისტი. ალბანეთში პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვიცე-პრემიერი კორუფციაში დაადანაშაულეს. პროკურორები და დეპუტატები მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვენ
