თურქეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ლიბიის არმიის მეთაური ემსხვერპლა
თურქეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ლიბიის არმიის მეთაური ემსხვერპლა. მასთან ერთად, თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ტრიპოლისკენ მიმავალი თვითმფრინავის ეკიპაჟმა აფრენიდან 42 წუთის შემდეგ საგანგებო დაშვება მოითხოვა, რის შემდეგაც კავშირი გაწყდა. თვითმფრინავის ნამსხვრევები მოგვიანებით ანკარის სიახლოვეს იპოვეს. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია
